ინდივიდუალური სასწავლო
პროექტი
ელექტრონული ბარათის შექმნა
მათემატიკაში ისტ-ის გამოყენებით
1.
პროექტის იდეა მდგომარეობს შემდეგში: მოსწავლეებმა
(ინდივიდუალურად) უნდა შექმნან ელექტრონული დავალების ბარათები
2.
პროექტის აქტუალობა: სხვადასხვა საგნებში (მათემატიკა,
ქართული ენა და ისტ-ი) მიღებული ცოდნის ინტეგრირება
და ერთმანეთთან დაკავშირება.
3. პროექტის
მიზანი:
მოსწავლეებში
სწავლის მოტივაციის გაუმჯობესება. ასევე, შემოქმედებითი, მათემატიკაში მიღებული
ცოდნის (ათწილადების ჩაწერა-წაკითხვა) სხვა
დისციპლინასთან (ამ შემთხვევაში - ისტ) დაკავშირება, დამოუკიდებლად მუშაობის, დროის ეფექტურად მართვის,
პრეზენტაციის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
4.
პროექტი ხორციელდება 11-12 წლის (VI კლასი) ასაკობრივ ჯგუფში.
5.
ვადები: 2 კვირა
6.
მოსწავლეები შექმნიან ელექტრონულ დავალების
ბარათებს მათემატიკაში.
7.
პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსები:
კომპიუტერი, მონიტორი, დაფა, მარკერი.
8.
პროექტის განხორციელების ეტაპები:
·
თემის შერჩევა;
·
დავალების ბარათების შედგენა თაბახის ფურცლებზე ;
·
შექმნილი ბარათების შემოწმება და უკუკავშირი;
·
ელექტრონული ბარათების შედგენა;
·
ელექტრონული ბარათების შემოწმება და უკუკავშირი;
·
პრეზენტაცია;
·
რეფლექსია /შეფასება.
9.
პროექტის კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
მოცემული (მაგალითად, ხუთი, ექვსი ან შვიდი) ციფრებით უდიდესი/უმცირესი (ხუთნიშნა, ექვსნიშნა ან შვიდნიშნა)
რიცხვის შექმნა;
სასრული ათწილადის ჩანაწერის
წაკითხვა; თანრიგების მითითება და ციფრთა მნიშვნელობების დასახელება; VI.1 მიმართულება: რიცხვები
და მოქმედებები.
10. პროექტის
ხელმძღვანელი: ნინო ფაცია პ/ნ 01003015111; ელ. ფოსტა:
ninopacia1985@gmail.com https://ninopacia1985.blogspot.com/
No comments:
Post a Comment