გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი,
გვარი, პირადი ნომერი ნინო ფაცია
01003015111
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი დაწყებითი/V
მოსწავლეთა რაოდენობა: 20
გაკვეთილის თემა: საკოორდინატო ბადე
გაკვეთილის
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს
ორიენტირება ბადით დაფარულ არეზე. V.10 მიმართულება: გეომეტრია და სივრცის აღქმა;
#
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1.
|
სიის ამოკითხვა, გაკვეთილის გეგმის და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
|
მთელი კლასი; მასწავლებელი-მოსწავლე
|
3 წთ
|
||
2.
|
A ფაზა. წინარე ცოდნის გააქტიურება. განვაწყობ მოსწავლეებს საკოორდინატო სისტემაზე
სასაუბროდ: წარვმართავ მცირე დისკუსიას: რა იციან, საჭადრაკო ფიგურების ადგილმდებარეობის განსაზღვრისა და ფიგურათა
სვლების
შესახებ, ვთხოვ გაიხსენონ ჰორიზონტის მხარეები (დასავლეთი,
აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი). ასევე, ყურადღებას გავამახვილებ
რიცხვით
სხივზე: რა წესით გამოისახება რიცხვები მასზე, რა არის კოორდინატი,
როგორ
ხდება
გადასვლა
ერთი
კოორდინატიდან
მეორეზე? მიმატებით სად გადაინაცვლებს რიცხვი? (მარჯვნივ)
სად გამოკლებით? (მარცხნივ). მოვახდენ
განვლილი
მასალის შეხსენებას ელექტრონული
რესურსის გამოყენებით, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის სახით.
ვთავაზობ დაფაზე რიცხვით სხივზე გამოსახონ რაიმე რიცხვი, ასევე მის
მარჯვნივ და მარცხნივ რაიმე რიცხვები და გამოთვალონ რამდენი ერთეულითაა
დაშორებული თითოეული მათგანი საწყისი წერტილიდან და როგორ მიიღებენ ამ რიცხვებს.
|
დისკუსია,
გონებრივი იერიში
|
მასწავლებელი - მთელი
კლასი
|
მონიტორი, ელექტრონული რესურსი, დაფა, მარკერი
|
10 წთ
|
3.
|
საჭადრაკო დაფაზე მდებარე ფიგურისათვის შემთხვევით შერჩეულ
მოსწავლეს განვახორციელებინებ ამ ფიგურისთვის დამახასიათებელ რამდენიმე
სვლას, აღვაწერინებ
რა ადგილს დაიკავებს ფიგურა და როგორ მარშრუტს გაივლის იგი საბოლოო ადგილზე
მისასვლელად (მაგალითად, ორი უჯრა მარცხნივ, შემდეგ ერთი უჯრა ზევით. ასევე,
ჰორიზონტის მხარეების გამოყენებით)
|
დაფასთან მუშაობა
|
მასწავლებელი-მოსწავლე
|
ფორმატზე დახაზული საჭადრაკო დაფა და მაგნიტიანი ფიგურა
|
7 წთ
|
4.
|
B
ფაზა - ცოდნის კონსტრუირება. მოსწავლეებს
პრეზენტაციის სახით გავაცნობ
გაკვეთილის ძირითად
თემას - საკოორდინატო ბადეს, განვუმარტავ მის რაობას და მოვაწყობ მცირე
დისკუსიას მათი აზრით რაში შეიძლება საკოორდინატო ბადის გამოყენება. გამოვიყენებ
საპრეზენტაციო მასალას. შემდეგ აღვწერთ თვალსაჩინოებაზე წარმოდგენილ საკოორდინატო ბადეს, განვსაზღვრავთ: სად რომელი ობიექტი
მდებარეობს, რომელ კვადრატში, როგორ მივიდეთ
იქედან სხვა ობიექტთან, როგორი გადაადგილებით. ვაცნობ საკოორდინატო ბადეზე მდებარე ობიექტის კოორდინატის ჩაწერის
წესს. დამხმარე კითხვების მეშვეობით ვცდილობ დავეხმარო
თავად აღმოაჩინონ ის ფაქტი,
რომ საკოორდინატო ბადეზე კოორდინატის განსაზღვრის დროს გვაქვს რიცხვთა
წყვილი, განსხვავებით რიცხვითი სხივისაგან, სადაც
ერთი რიცხვით გამოისახება კოორდინატი.
|
აქტიური ლექცია და დისკუსია მოსწავლეთა ჩართულობით.
|
მასწავლებელი-მთელი კლასი
|
ელექტრონული რესურსი - პრეზენტაცია, თვალსაჩინოება
|
10 წთ
|
5.
|
თითოეულ წყვილს დავურიგებ წინასწარ
გამზადებულ საკოორდინატო ბადეებს, სადაც
მათ უნდა განალაგონ სასურველი ობიექტები, გაცვლონ
ბარათები და დაასახელონ მოცემული
ობიექტების კოორდინატები. ბოლოს ისევ გაცვალონ ბარათები და შეამოწმონ დავალების
სისწორე.
|
თანამშრომლობითი სწავლება
|
წყვილებში მუშაობა
|
დავალების ბარათი -საკოორდინატო ბადე, კალამი
|
7 წთ
|
6.
|
C
ფაზა - გამთლიანება-რეფლექსია. მოსწავლეთა
მიერ კითხვარის შევსება,
შეფასების რუბრიკების საფუძველზე მასწავლებლის ვერბალური,
განმავითარებელი შეფასება. საშინაო დავალების მიცემა
|
მასწავლებელი-მთელი კლასი
|
წყვილებში მუშაობის ბარათები, კითხვარი, შეფასების
რუბრიკები
|
8 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლე:
Ø
უჯრიან ფურცელზე გადაადგილდება
ინსტრუქციების მიხედვით და აღწერს, როგორ მიაღწევს მოცემული უჯრიდან სხვა უჯრამდე (მაგალითად, ორი უჯრა მარცხნივ, შემდეგ ერთი უჯრა ზევით).
Ø
ბადით დაფარულ არეზე აღწერს ობიექტის მდებარეობას კოორდინატების (სიმბოლოთა წყვილის) გამოყენებით;
შეფასება:
ხელმოწერა:
თარიღი:
დანართი 1.
დაფასთან მუშაობის აქტივობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ნაკლებად
ახერხებს
|
ნაწილობრივ
ახერხებს
|
ახერხებს სრულყოფილად
|
ადეკვატურად
იყენებს სხვა საგანში მიღებულ ცოდნას (ჭადრაკი, ბუნება)
|
|||
აღწერს
გადაადგილების მარშრუტს
|
|||
საუბრობს
ცხადად, გარკვევით
|
|||
იცავს დროის ლიმიტს
|
დანართი 2. წყვილებში მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
|||
მეწყვილესთან თანამშრომლობა
|
უჭირს
თანამშრომლობა
|
თანამშრომლობს
ნაწილობრივ
|
თანამშრომლობს
სრულყოფილად
|
ინსტრუქციის
შესრულება
|
უჭირს
ინსტრუქციის შესრულება
|
ნაწილობრივ
ასრულებს ინსტრუქციას
|
ინსტრუქციას
ასრულებს ზედმიწევნით კარგად
|
გაკვეთილზე
მიღებული ცოდნის გამოყენება
|
თითქმის ვერ
იყენებს
|
იყენებს
ნაწილობრივ
|
იყენებს სრულად
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
უჭირს დროის
ლიმიტის დაცვა
|
თითქმის სრულად
იცავს დროის ლიმიტს
|
სრულად იცავს
დროის ლიმიტს
|
No comments:
Post a Comment